ENHANCE-GSL პროექტისთვის შედეგების გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ცნობიერების ამაღლებისა და პროექტის შედეგების გაზიარების მიზნით განხორციელებული აქტივობები მიმართულია როგორც არსებულ და პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებზე, ისე პროექტის კონსორციუმში შემავალი და მის ფარგლებს გარეთ მყოფი უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებზე.

ENHANCE-GSL-ის კომუნიკაციისა და შედეგების გავრცელების სტრატეგია შემუშავდა პროექტის მიზნების, მიმდინარეობის, მიგნებებისა და შედეგების ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად საქართველოში და სიერა-ლეონეში დაინტერესებული მხარეებისთვის. სტრატეგია ქმნის ჩარჩოს კომუნიკაციისა და შედეგების გავრცელების აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, ციფრული და ტრადიციული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. მათ შორისაა ღონისძიებები, ტრენინგები, სოციალური მედიის კამპანიები და სხვადასხვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო მასალა. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს თემთან ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობას და პროექტის შედეგების ხილვადობისა და გავლენის გაზრდას.

 

სარეკლამო მასალები

ENHANCE-GSL პროექტის პირველ წელს შეიქმნა პროექტის ლოგო და დამზადდა სარეკლამო მასალები, რომლებიც ხელს უწყობს პროექტის ცნობადობის ამაღლებასა და შედეგების გავრცელებას. მასალები მოიცავდა ნაჭრის ჩანთებს, ბლოკნოტებს, კალმებს, წებოვან ფურცლებს, USB ფლეშ მეხსიერებას, ფლაერებს, ბანერებსა და კალენდარს. აღნიშნული მასალები შემდგომში პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და კონფერენციების მონაწილეებს დაურიგდათ პროექტისა და მისი მიზნების შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის.

 

   

 

 

 

თემთან ჩართულობის შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში

2025 წლის 17-23 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტში თემთან ჩართულობის მიმართულებით გადამზადებული საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლები უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო თემთან ჩართულობის მიმართულებით ჩატარებული ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და მიგნებების გაზიარება, ასევე მონაწილეებისთვის პროექტისა და მისი ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრის ფარგლებში გადამზადებულმა თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა პროექტის მიზნებს, ძირითად აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებს, ასევე ტრენინგის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას, პრაქტიკულ მიდგომებსა და ძირითად მიგნებებს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა აქტიური და ნაყოფიერი დისკუსია. ფაკულტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, დასვეს კითხვები და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება პროექტის აქტივობებისა და თემთან ჩართულობის პრაქტიკის ინტეგრირება მათი ფაკულტეტების საქმიანობაში.

შეხვედრამ ხელი შეუწყო ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და თემთან ჩართულობის მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე ინიციატივების შემდგომ განვითარებასა და მდგრადობას.

   

 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თემთან ჩართულობის ერთეული FUCE-ს საინფორმაციო ბიულეტენში

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საზოგადოებასთან თემთან ჩართულობის ერთეულის დაარსების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა FUCE-ს (ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაცია) საინფორმაციო ბიულეტენში (№13, 2026 წლის გაზაფხულის გამოცემა). საინფორმაციო ბიულეტენი გაეგზავნა FUCE-ს წევრ უნივერსიტეტებს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 60-ს შეადგენს.

FUCE Newsletter N.13 - Spring Edition.pdf

 

ფინალური კონფერენციის პოსტერი

ENHANCE-GSL-ის დასკვნითი კონფერენციის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და გავრცელდა მოსაწვევი პოსტერი.

 

პოსტერების სესია დასკვნით კონფერენციაზე

ENHANCE-GSL-ის დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პოსტერების სესია, რომელზეც წარმოდგენილი იყო პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული თემთან ჩართულობის აქტივობები. პოსტერებში ასახული იყო აქტივობების მიზნები, განხორციელების პროცესი და მიღწეული შედეგები, რაც ნათლად წარმოაჩენდა, თუ როგორ თანამშრომლობდნენ უნივერსიტეტები ადგილობრივ თემებთან და პასუხობდნენ მათ საჭიროებებს.

   

 

   

 

 

 

ENHANCE-GSL პროექტი UniMak Live-ის ეთერში

მაკენის უნივერსიტეტის (UNIMAK) წარმომადგენელმა ფოდეი ავგუსტინ ბანგურამ ENHANCE-GSL პროექტის შესახებ ისაუბრა ინტერვიუების სერიაში, რომელიც UniMak Live-ის — უნივერსიტეტის სასწავლო და სატელევიზიო მაუწყებლობის არხის — ეთერში გავიდა.

ინტერვიუებში განხილული იყო პროექტის შუალედური კონფერენციის მოლოდინები, ENHANCE-GSL-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, ასევე პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია და მიღწეული შედეგები.

ნახეთ ინტერვიუები:

1. პროექტის შუალედური კონფერენციისა და ENHANCE-GSL პროექტის მოლოდინები

2. ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

3. ENHANCE-GSL-ის შემაჯამებელი კონფერენცია და პროექტის შედეგები

4. ENHANCE-GSL პროექტის შედეგები მე-11 საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონსორციუმის აფრიკის კონფერენციაზე

ვიდეოების წყარო: ©️Unimak Live 📺

GE EN