შეხვედრა ბანსკა ბისტრიცაში

2026 წლის 11–15 მაისს, ENHANCE-GSL-ის პარტნიორებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა მომზადების ხუთდღიან პროგრამაში, რომელიც უმაღლეს განათლებაში საზოგადოებასთან თანამშრომლობასა (CE) და საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სწავლებას (CEL) მიეძღვნა. ტრენინგს სლოვაკეთში, ბანსკა-ბისტრიცაში, მატეი ბელის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ სესიებს, მიკროსწავლებას და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ცენტრების მონახულებას. მონაწილეებმა განივითარეს საკუთარ უნივერსიტეტებში ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარებისთვის საჭირო უნარები. პროგრამამ ასევე ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიულ განვითარებასა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობას.

გალერეა
GE EN