საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და ჩართულობის აქტივობები: უნივერსიტეტებისა და თემის დაკავშირება

2025 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოში და სიერა-ლეონეში პერსონალის გადამზადების შემდეგ, პარტნიორმა უნივერსიტეტებმა განახორციელეს თემთან ჩართულობის 27 აქტივობა, რითაც გადააჭარბეს თავდაპირველად განსაზღვრულ 16 აქტივობას და 3000-ზე მეტ მონაწილეს მიაღწიეს.

გადამზადებული უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელმძღვანელობითა და სტუდენტების, სკოლების, სათემო ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განხორციელებული აქტივობები მოიცავდა საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით, ჯანდაცვის, გენდერულ და საზოგადოების განვითარების საჭიროებათა ფართო სპექტრს. მათ უნივერსიტეტებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება რეალური სათემო გამოწვევების გადასაჭრელად გამოეყენებინათ და ამავდროულად გაეძლიერებინათ თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის.

აღნიშნულმა ინიციატივებმა ხელი შეუწყო ENHANCE-GSL პროექტის მიზნების მიღწევას თემთან ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და პროექტის შედეგების პარტნიორ უნივერსიტეტებში ინტეგრაციის მხარდაჭერის გზით. მან ასევე შექმნა საფუძველი თემთან ჩართულობის საუნივერსიტეტო პრაქტიკაში დამკვიდრებისა და უნივერსიტეტებსა და საზოგადოებებს შორის პარტნიორობის შენარჩუნების პროექტის დაფინანსების პერიოდის დასრულების შემდეგაც კი.

საქართველო

საქართველოს უნივერსიტეტმა (UG) და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა (SSOU) განახორციელეს თემთან ჩართულობის აქტივობები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქტივობების მრავალფეროვანი თემატიკა ასახავდა უნივერსიტეტების პოტენციალს, წვლილი შეეტანა განათლების, სოციალური ცნობიერების ამაღლების, ჯანმრთელობის, ციფრული უსაფრთხოებისა და საზოგადოების განვითარების მიმართულებით. ინიციატივებმა, ასევე სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოეყენ...

სრულად

სიერა ლეონე

მაკენის უნივერსიტეტმა (UNIMAK) და სიერა-ლეონეს უნივერსიტეტის ფურა-ბეის კოლეჯმა (FBC-USL) ხელი შეუწყვეს თემთან ჩართულობის გაძლიერებას უნივერსიტეტების ცოდნისა და გამოცდილების ადგილობრივ საჭიროებებთან დაკავშირების გზით. აქტივობები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წიგნიერება, ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი მდგრადობა, მეწარმეობა და ქალთა ლიდერობა. სტუდენტების მონაწილეობამ ხელი შეუწყო აკადემიური ცოდნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკავში...

სრულად
GE EN