შეხვედრა რიეკაში

2025 წლის 17-19 თებერვალს განხორციელდა Enhance-GSL პროექტის სასწავლო ვიზიტი რიეკას უნივერსიტეტში, ხორვატიაში. სამდღიან ჰიბრიდულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ პროექტის პარტნიორები საქართველოდან, სიერა ლეონედან, ხორვატიიდან და სლოვაკეთიდან გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმების მიზნით. ევროპელმა პარტნიორებმა თემის ჩართულობის აკადემიურ და ინსტიტუციურ ჩარჩოებში ინტეგრირების შესახებ მნიშვნელოვანი ხედვები გაუზიარეს პროექტის მონაწილეებს, ხოლო სამომავლო გეგმები და მიზნები ერთობლივი დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდა.

გალერეა

შეხვედრა თბილისში

პროექტის ფარგლებში 2025 წლის 3-5 სექტემბერს გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თბილისში, საქართველოში. ღონისძიებას, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს უნივერსიტეტი 20 მონაწილე დაესწრო, მათ შორის უნივერსიტეტის მენეჯმენტის 6 წარმომადგენელი და 14 აკადემიური პერსონალი საქართველოს უნივერსიტეტიდან და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან. ევროპელმა პარტნიორებმა ჩაატარეს ინტერაქტიული სესიები, რომელიც ფოკუსირებული იყო სერვისული სწავლების პრაქტიკის გაძლიერებასა და თემის ჩართულობაზე.ტრენინგმა უზრუნველყო მნიშვნელოვანი პლატფორმა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ცოდნის გაზიარებისა და პროექტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. პროექტის დასასრულს, ფინალური კონფერენცია გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტში.

გალერეა

შეხვედრა ფრითაუნში

პროექტის ფარგლებში 2025 წლის 22-24 ოქტომბერს გაიმართა სამდღიანი ტრენინგი ფრითაუნში, სიერა ლეონეში, რომელსაც მასპინძლობდა სიერა ლეონეს უნივერსიტეტი. ღონისძიებას დაესწრო 20 მონაწილე სიერა ლეონეს უნივერსიტეტიდან და მაკენის უნივერსიტეტიდან. ტრენინგის სესიები მიზნად ისახავდა სერვის-ლერნინგის პრაქტიკის გაძლიერებას, საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას და პარტნიორ ინსტიტუტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების წახალისებას. ტრენინგამდე, 2025 წლის 20 ოქტომბერს, გაიმართა პროექტის საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ოთხივე პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები — სიერა ლეონეს უნივერსიტეტი, მაკენის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. 2025 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა პროექტის შუალედური კონფერენცია, რომელმაც მოიზიდა დაახლოებით 250 მონაწილე, მათ შორის უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა პროექტის შედეგების გასაზიარებლად, მიღწეული პროგრესის განსახილველად და პარტნიორებსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

გალერეა

შეხვედრა ბანსკა ბისტრიცაში

ვიზიტი მატეი ბელის უნივერსიტეტში (სლოვაკეთი). პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების თანამშრომლები უშუალოდ გაეცნობიან, როგორ ხორციელდება უნივერსიტეტში თემის ჩართულობასთან დაკავშირებული აქტივობები. ჩატარდება დამატებითი ტრენინგი ტრენერებისთვის.

გალერეა
GE EN