#
16 April 2026

 როგორ შეიძლება მეწარმეობის ინტეგრირება სასწავლო პროცესში ისე, რომ ის რეალურ, პრაქტიკულ და საინტერესო სასწავლო გამოცდილებად იქცეს?

გიწვევთ მასწავლებლების ერთდღიან ვორქშოფზე 

"მეწარმეობის, როგორც გამჭოლი კომპეტენციის ინტეგრირება სასწავლო პროცესში: დიდაქტიკური მიდგომები".

შემოგვიერთდით, რათა ერთად განვიხილოთ თანამედროვე მიდგომები, პრაქტიკული იდეები და ის აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებში ინიციატივას, კრეატიულობასა და პრობლემების გადაჭრის უნარს ავითარებს.

თარიღი: 16 მაისი, 2026 წელი
დრო: 12:00 - 18:00
ადგილი: თბილისი მ. კოსატავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, ოთახი 519

დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/UDccjCGnvuSpYZB29

შემოგვიერთდით და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ ვაქციოთ სასწავლო პროცესი უფრო პრაქტიკულ, ინოვაციურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ გამოცდილებად.

ვორქშოფი ტარდება პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ERASMUS+ -ის პროექტის “თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე" ფარგელბში და JA Georgia-სთან თანამშრომლობით.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

599 15 25 80
e.gegeshidze@ug.edu.ge

GE EN