#
15 April 2026

საქართველოს უნივერსიტეტის გიწვევთ ტრენინგზე

გენდერი და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

განსახილველი საკითხები:

  • გენდერი: სოციალური როლები. როგორ განიხილება ის სხვადასხვა იდეოლოგიურ ჭრილში?
  • გენდერული ნიშნით ძალადობა - საქართველოს საკანონმდებლო მიდგომა და პრაქტიკა
  • საქმე თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ: გენდერული ძალადობის რეალური მაგალითი და სისტემური ჩავარდნის კითხვა
  • სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები: პრევენცია, დაცვა, ეფექტიანი რეაგირება (თხელიძის საქმის მაგალითზე)
  • თხელიძის გადაწყვეტილების მნიშვნელობა და სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯები

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბოს მკაფიო და პრაქტიკაზე ორიენტირებული ხედვა გენდერის საკითხებზე, გააცნოს გენდერული ძალადობის არსი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პრაქტიკული მექანიზმები საქართველოში.

ტრენინგს გაუძღვება არჩილ ჯანგირაშვილი

თარიღი: 27 აპრილი, 15:00 საათი

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსი, ოთახი 519, მ. კოსატავას ქ. 77ა, თბილისი

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/LskpKEYAmpqD3Exm7

GE EN