
სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორობის გაძლიერება APTT მოდელის მეშვეობით
საქართველოს უნივერსიტეტი იწვევს განათლების სფეროს წარმომადგენლებს, სკოლის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, გაეცნონ მშობელთა და მასწავლებელთა აკადემიური გუნდების (Academic Parent-Teacher Teams – APTT) მოდელს, რომელიც ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ინიციატივა ხელს უწყობს მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და მიზნად ისახავს ბავშვების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას პრაქტიკული სასწავლო აქტივობების, საერთო მიზნების დასახვისა და მშობლების განათლების პროცესში აქტიური ჩართულობის გზით.
გაეცანით, როგორ შეუძლია APTT მოდელს გააძლიეროს კომუნიკაცია სკოლასა და ოჯახს შორის, მისცეს მშობლებს მეტი შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ შვილების სწავლას სახლში და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აკადემიურ წინსვლას.
შემოგვიერთდით და ერთად განვიხილოთ სკოლასა და ოჯახს შორის ძლიერი პარტნიორობის ჩამოყალიბების ეფექტიანი მიდგომები!
სემინარი ჩატარდება 7 მაისს.
ადიგილი: საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსი, ოთახი 710, მ. კოსატავას ქ. 77ა, თბილისი