
საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისთვის“ ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი პროფესიული როლის გაძლიერება და სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარება.
პროექტი განათლების ეკოსისტემას ერთიან პროცესად განიხილავს, რომელშიც მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის განვითარებაში, მისი მოტივაციის ამაღლებასა და მომავალი წარმატების უზრუნველყოფაში.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ცოდნა, გაეცნონ ახალ მიდგომებს, გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და განივითარონ პრაქტიკული უნარები.
პროექტი „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისთვის“ მიზნად ისახავს ისეთი თანამშრომლობითი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებლები, სკოლები და უნივერსიტეტი ერთობლივად ზრუნავენ განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა განვითარებაზე.
გელოდებით ტრენინგზე და გიწვევთ, შემოგვიერთდეთ პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში!
თარიღი: 4 აპრილი, 14:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსი, ოთახი 519, მ. კოსატავას ქ. 77ა, თბილისი