
ტრადიციულად, საექთნო საქმის საერთაშორისო კვირეული მაისში აღინიშნება.
წელს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით, გეგმავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკრინინგის დღის ორგანიზებას.
ღონისძიების მიზანია საუნივერსიტეტო საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული სკრინინგის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
სკრინინგის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებები:
არტერიული წნევის გაზომვა, პულსისა და სისხლში ჟანგბადის სატურაციის შეფასება;
სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;
საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაცია.
ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქტივობები გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსისა და ქავთარაძის კორპუსის ფოიეებში.
მონაწილეობის მსურველი საექთნო საქმის სტუდენტებისთვის განსაზღვრულია შემდეგი კრიტერიუმები:
კლინიკური პრაქტიკა III-ის ან უფრო მაღალი დონის დასრულება;
კლინიკური პრაქტიკის შეფასება არანაკლებ B ნიშნით;
ლექტორებისა და კლინიკური პრაქტიკის მენტორების დადებითი შეფასება.
მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს გთხოვთ, არაუგვიანეს 12 აპრილისა, გამოაგზავნონ ელფოსტა შემდეგ მისამართზე: nutsa.kobakhidze@ug.edu.ge.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა აისახება სტუდენტის პორტფოლიოში.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსი, მ. კოსატავას ქ. 77ა, და საქართველოს უნივერსიტეტი პ. ქავთარაძის ქ. 21ა, თბილისი