
ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სიერა-ლეონეში ოთხივე პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნა თემთან ჩართულობის ერთეულები, რომელთა მიზანია უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საზოგადოებასთან მდგრადი ურთიერთობის ხელშეწყობა.
თემთან ჩართულობის ერთეულები უზრუნველყოფენ ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის კოორდინაციას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და ადგილობრივი თემის საჭიროებების გათვალისწინებას. მათი მიზანია, დაეხმარონ უნივერსიტეტებს ერთჯერადი და არარეგულარული ინიციატივებიდან გადავიდნენ საზოგადოებასთან თანამშრომლობის უფრო სტრატეგიულ, ინკლუზიურ და მდგრად მიდგომაზე, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სკოლებთან და სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობას.
თითოეული ერთეული აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური რესურსით რომელიც აუცილებელია მათი საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის ინტერაქტიული ტრენინგების, ონლაინ თანამშრომლობის, სამუშაო შეხვედრებისა და საზოგადოებასთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა თემთან ჩართულობის სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი პრაქტიკული რეკომენდაციებისა და საქმიანობის განხორციელების საერთო ჩარჩოს.
ევროპელი პარტნიორი ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ტრენინგების მეშვეობით აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა გაიღრმავა ცოდნა და განივითარა საზოგადოებასთან თანამშრომლობის საჭირო უნარები. ტრენერთა მომზადების პროგრამამ დამატებით შეუწყო ხელი პარტნიორ უნივერსიტეტებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც პერსონალს საშუალებას აძლევს, გადაამზადოს კოლეგები და სტუდენტები და უზრუნველყოს ერთეულების გრძელვადიანი მდგრადობა.
საზოგადოებასთან თანამშრომლობის საუნივერსიტეტო სტრუქტურებში ინტეგრირებით, ENHANCE-GSL აძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს შინაარსიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას და ზრდის უმაღლესი განათლების როლს საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრაში. პროექტის დასრულების შემდეგაც ერთეულები გააგრძელებენ უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მხარდაჭერას.