პროექტის ფარგლებში 2025 წლის 3-5 სექტემბერს გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თბილისში, საქართველოში. ღონისძიებას, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს უნივერსიტეტი 20 მონაწილე დაესწრო, მათ შორის უნივერსიტეტის მენეჯმენტის 6 წარმომადგენელი და 14 აკადემიური პერსონალი საქართველოს უნივერსიტეტიდან და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან. 2025 წლის 22-24 ოქტომბერს კი ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი ფრითაუნში, სიერა ლეონეში, რომელსაც მასპინძლობდა სიერა ლეონეს უნივერსიტეტი. ღონისძიებას დაესწრო 20 მონაწილე სიერა ლეონეს უნივერსიტეტიდან და მაკენის უნივერსიტეტიდან. ევროპელმა პარტნიორებმა ჩაატარეს ინტერაქტიული სესიები, რომელიც ფოკუსირებული იყო სერვისული სწავლების პრაქტიკის გაძლიერებასა და თემის ჩართულობაზე.ტრენინგმა შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ცოდნის გაზიარებისა და პროექტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
გალერეა