პროექტი “თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ მიმართულია უნივერსიტეტების აქტიური როლის გაძლიერებაზე საზოგადოებაში, რაშიც ძირითადი ყურადღება თემთან ჩართულობას ეთმობა. სიერა ლეონესა და საქართველოს მაგალითებზე დაყრდნობით, პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში დაგროვილი გამოცდილებების გამოიყენებას თემთან ჩართულობის ადაპტირებადი სტრატეგიების შესამუშავებლად. პროექტის ზოგადი მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებებს შორის კავშირის გაძლიერება ორივე ქვეყანაში. ძირითადი შედეგები მოიცავს უნარ-ჩვევების განვითარებას, რესურსებისა გაზრდას და სპეციალიზებული ერთეულის ჩამოყალიბებას, რაც აუცილებელია უნივერსიტეტებისთვის იმისთვის, რომ დაამყარონ და შეინარჩუნონ გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ადგილობრივ თემებთან.