ENHANCE-GSL კონსორციუმი შედგება 6 პარტნიორისგან 4 სხვადასხვა ქვეყნიდან (2 საქართველოდან, 2 სიერა ლეონედან, 1 ხორვატიიდან და 1 სლოვაკეთიდან) და 5 ასოცირებული პარტნიორისაგან 3 სხვადასხვა ქვეყნიდან (2 საქართველოდან, 2 სიერა ლეონედან და 1 ხორვატიიდან).
საქართველოს უნივერსიტეტი არის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. დაარსდა 2004 წელს და დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს ყველაზე დიდ კერძო უნივერსიტეტს, რომელსაც ჰყავს 7000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 7500-ზე მეტი სტუდენტი, რომელთაგან ნახევარზე მეტი 70 სხვადასხვა ქვეყნიდანაა.
როგორც რეგიონალური საგანმანათლებლო დაწესებულებების წამყვან პოზიციაზე მყოფი, საქართველოს უნივერსიტეტი ორიენტირებულია თითოეული სტუდენტის პიროვნულ განვითარებაზე, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ, არა მხოლოდ პროფესიონალებად არამედ მზად იყვნენ რეალური ცხოვრების გამოწვევებისთვის.
უნივერსიტეტში დასაქმებულია დაახლოებით 300 აკადემიური პერსონალი, 700 მოწვეული ლექტორი და 400 ადმინისტრაციული თანამშრომელი.
სწავლის პროცესი ხორციელდება 6 სკოლასა და 77 საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა):
• ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
• მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
• ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
• სამართლის სკოლა
• სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
• ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/index.php
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ინიციატივით 2001 წელს დაფუძნდა, როგორც სულხან-საბა ორბელიანის ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი. თავდაპირველად უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი, თეოლოგიის ფაკულტეტი იყო, სადაც ქრისტიანული თეოლოგია ისწავლებოდა. ინსტიტუტის სახელით იმართებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმები, კონფერენციები და სემინარები, გამოიცემოდა ფილოსოფიური, თეოლოგიური და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო წიგნი და სახელმძღვანელო.
2009 წლიდან ინსტიტუტი სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით ფუნქციონირებს. ამ დროიდან მოყოლებული თანდათან ემატება საგანმანათლებლო პროგრამები და დღეისათვის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს 5 (ხუთი) ფაკულტეტის (სამართალი, ბიზნესი და ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, თეოლოგია და მედიცინა) 10 (ათი) საბაკალავრო (სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი პროგრამა), თეოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ინგლისური ფილოლოგია), 5 (ხუთი) სამაგისტრო (სამართალი, თეოლოგია, საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა) და 3 (სამი) სადოქტორო (სამართალი, თეოლოგია, საჯარო მმართველობა) პროგრამებზე.
ფაკულტეტების ბაზაზე მოქმედებს რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტის კვლევით საქმიანობას. შედეგად, შესრულებულია რამდენიმე ასეული კვლევა, გამოცემულია ათობით წიგნი, სახელმძღვანელო და სამეცნიერო ჟურნალი. უნივერსიტეტის გამოცემები აღიარებულია და ინტეგრირებულია სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
სწავლების გარდა უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვდასხვა შესაძლებლობას პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის. სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირება, მონაწილეობა მიიღონ სამართლის კლინიკაში, სადაც შეხება ექნებათ რეალურ ქეისებთან.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აერთიანებს 1000 მდე სტუდენტს, 51 ადმინისტრაციულ და 140 აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.
უნივერსიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვერბ-გვერდზე: www.sabauni.edu.ge
მატეი ბელის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელმაც უნივერსიტეტის სტატუსი 2010 წელს მიიღო. ამავდროულად ის არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი. ის უზრუნველყოფს ხარისხიან პროფესიულ და უმაღლეს განათლებას მეცნიერებისა და პრაქტიკული საჭიროებების განვითარების შესაბამისად და ავითარებს ახალ ცოდნას შემოქმედებითი სამეცნიერო და მხატვრული კვლევების მეშვეობით. ამჟამად, მატეი ბელის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ბანსკა ბისტრიცაში, ცენტრალური სლოვაკეთის წამყვანი უნივერსიტეტია.
ის მოიცავს 7 ფაკულტეტს:
• ეკონომიკის ფაკულტეტი
• ხელოვნების ფაკულტეტი
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი
• სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
• განათლების ფაკულტეტი
• სამართლის ფაკულტეტი
• სპორტისა და ჯანმრთელობის ფაკულტეტი
უნივერსიტეტში თითქმის 600 ლექტორი, მკვლევარი და დაახლოებით 6,000 სტუდენტია.
ბოლო წლებში საერთაშორისო თანამშრომლობა სწრაფად განვითარდა, ძირითადად მრავალი ევროკავშირის პროგრამის, მათ შორის ჩარჩო პროგრამების FP7, H2020 და Horizon Europe-ის მეშვეობით. კვლევითი პროექტების უმეტესობა ფოკუსირებულია მულტიდისციპლინურ კვლევებზე, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე (სოციოკულტურული ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ისტორია, პოლიტიკური მეცნიერებები, განათლება, ფსიქოლოგია და სოციალური მუშაობა) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და გარემოსდაცვითი მეცნიერებები).
მატეი ბელის უნივერსიტეტი პირველი სლოვაკური დაწესებულებაა, რომელსაც მიენიჭა ჯილდო „ადამიანური რესურსების უმაღლესი დონე კვლევაში” (HR Excellence in Research). უწყვეტ განათლებას უნივერსიტეტი სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფს — მატეი ბელის საბავშვო უნივერსიტეტიდან დაწყებული, მატეი ბელის მესამე ასაკის უნივერსიტეტით დასრულებული.
მატეი ბელის უნივერსიტეტი ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც აკავშირებს სწავლას და პრაქტიკას ინოვაციური მენტორინგის, მოხალისეობის, არაფორმალური განათლებისა და საზოგადოებრივი მუშაობის მეშვეობით. ის არის ლიდერი ცენტრალურ ევროპაში სერვისული სწავლების განვითარებაში. უნივერსიტეტმა ჩაატარა არაერთი სემინარი და კონფერენცია მოხალისეობის, თემის ჩართულობისა და სერვისული სწავლების შესახებ.
თავისუფალ დროს, სტუდენტებს შეუძლიათ შექმნან სივრცე სხვადასხვა სოციალური აქტივობებისთვის, რომელსაც სთავაზობენ უნივერსიტეტის სპორტული კლუბები, მხატვრული ჯგუფები და სტუდენტური ორგანიზაციები. მატეი ბელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და პედაგოგებს შორის არის რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონი და მათი მწვრთნელები, გამოჩენილი ხელოვნები და მეცნიერები.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.umb.sk/
სიერა ლეონეს უნივერსიტეტი სიერა ლეონეში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტია. ის შედგება სამი კოლეჯისგან/კამპუსისაგან, რომლებიც მდებარეობს სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში.
ფურა ბეი კოლეჯი (FBC), პირველი კოლეჯი, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნებაში, სოციალურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, სამართალში, ზუსტ და გამოყენებით მეცნიერებებში, ინჟინერიასა და არქიტექტურაში, დაარსდა 1827 წლის 18 თებერვალს, ეკლესიის მისიონერული საზოგადოების მიერ.
IPAM (სახელმწიფო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ინსტიტუტი), სიერა ლეონეს უნივერსიტეტის მეორე კოლეჯი, რომელიც ამზადებს ადმინისტრატორებს, მენეჯერებსა და საჯარო მოხელეებს, წარმოადგენს უნივერსიტეტის ბიზნეს განაყოფს. იგი დაარსდა 1980 წელს.
COMAHS (მედიცინისა და მონათესავე ჯანდაცვის მეცნიერებათა კოლეჯი), რომელიც ამზადებს ექიმებს, ექთნებს, ფარმაცევტებს, ლაბორატორიის ექსპერტებს და სხვა მონათესავე ჯანდაცვის პროფესიონალებს, არის სიერა ლეონეს უნივერსიტეტის მესამე შემადგენელი კოლეჯი. დაარსდა 1988 წელს.
სიერა ლეონეს უნივერსიტეტს შეუძლია დაიკვეხნოს 400 აკადემიური პერსონალით, 300 ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალით და 20,000-ზე მეტი სტუდენტით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან: http://usl.edu.sl
ჩვენს შესახებ
მაკენის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2009 წელს, არის პირველი კერძო კათოლიკური უნივერსიტეტი სიერა ლეონეში. უნივერსიტეტი აკრედიტირებულია უმაღლესი განათლების კომისიის (TEC) მიერ. მაკენის უნივერსიტეტის მისიისა და საქმიანობის საფუძველს სოციალური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ჩვენი ხედვა
ჩვენ ვისწრაფვით ვიყოთ მსოფლიო დონის უნივერსიტეტი, განათლების, კვლევისა და თემის ჩართულობის მაღალი ხარისხით, სადაც მშვიდობა და სოციალური სამართლიანობა ყველასთვის ხელმისწავდომია.
ჩვენი მისია
ჩვენი მისია, რომელიც კათოლიკურ სოციალურ სწავლებას ეფუძნება, ხელს უწყობს ადამიანის, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას სიერა ლეონეში და აფრიკაში, რაც ამავდროულად ახდენს გარემოს დაცვას, რათა მისი რესურსით სარგებლობა შეძლოს მთელმა კაცობრიობამ.
ჩვენი ფილოსოფია
მაკენის უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სოციალური ტრანსფორმაციით იწყება, რაც შესაძლებელია ხარისხიანი და შესაბამისი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობით.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე მის ხალხშია. ჩვენი ფილოსოფია ხაზს უსვამს სრულყოფილი, ზნეობრივი, ფიზიკურად ჯანმრთელი და პროდუქტიული პიროვნების განვითარებას. ძლიერი და განათლებული ინდივიდები ერთობლივად აშენებენ ძლიერ ერს.
მაკენის უნივერსიტეტი არის მრავალფეროვანი, ინკლუზიური და მულტიკულტურული აკადემიური საზოგადოება, რომელსაც ჰყავს 7030-ზე მეტი სტუდენტი და 305 პროფესორ-მასწავლებელი. უნივერსიტეტში მოქმედებს 6 ფაკულტეტი, 21 დეპარტამენტი და 6 ინსტიტუტი.
ჩვენი პროგრამები მორგებულია თანამედროვე აფრიკის ყოველდღიურ რეალობას და მოიცავს დისციპლინებს, როგორიცაა:
• განათლება
• სოციალური მეცნიერებები
• ფილოსოფია და რელიგია
• ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი
• საექთნო და მოკავშირე ჯანდაცვის მეცნიერებები
• მეწარმეობა
• სამართალი
• სოფლის მეურნეობა და სურსათის უსაფრთხოება
• მასობრივი კომუნიკაცია
• კომპიუტერული მეცნიერებები
• საბაკალავრო პროგრამები: სერთიფიკატები, დიპლომები, და ბაკალავრის ხარისხი
• სამაგისტრო პროგრამები: დიპლომები, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი
მაკენის უნივერსიტეტში ჩვენი დინამიკა და იდეალიზმი აისახება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ სტუდენტებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები, რათა მათ ხელი შეუწყონ მშვიდობას, სოციალურ სამართლიანობას და საზოგადოების განვითარებას. შემოგვიერთდით სოციალურ ტრანსფორმაციასა და აკადემიურ მოგზაურობაში!
დაგვიკავშირდით
ჩვენი პროგრამების, ფაკულტეტებისა და მიღების პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.unimak.edu.sl
1973 წელს დაარსებული რიეკას უნივერსიტეტი გახდა თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტი და წარმატების ცენტრი, რომლის გავლენა რეგიონის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. 16 აკადემიური ერთეულით, ჩვენ ვართ კვლევაზე, მეცნიერებასა და განათლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების, ქალაქ რიეკასა და ფართო რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
რიეკას უნივერსიტეტი არის YUFE (ახალგაზრდა უნივერსიტეტები ევროპის მომავლისთვის) ალიანსის ნაწილი და, სხვა ცხრა ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად ევროკომისიის კონკურსში შერჩეულ იქნა საუკეთესო რეიტინგულ ქსელად .
ინოვაციური უნივერსიტეტი, რომელიც მიმართულია უწყვეტი განათლებისკენ
ახალი თაობისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და საიმედო აკადემიური აქტივობის ცენტრის შექმნის გარდა, იდეების და ინოვაციების გავრცელების მიზნით, რიეკას უნივერსიტეტმა შეიმუშავა უწყვეტი განათლების სისტემა , რაც ხელს შეუწყობს სოციალურ პროგრესს და ჩრდილო-დასავლეთ ხორვატიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. თანამედროვე კამპუსის აშენებით, რიეკას უნივერსიტეტმა შესამჩნევად გააუმჯობესა სწავლების მეთოდები და სამეცნიერო სტრუქტურა, რაც ასევე ითვალსწინებს თითოეული სტუდენტის და პესრონალის საცხოვრებელ და სამუშაო საჭიროებებს.
რიეკას უნივერსიტეტის აკადემიური ერთეულები:
• გამოყენებითი ხელოვნების აკადემია
• ეკონომიკის ფაკულტეტი
• ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის ფაკულტეტი
• სტომატოლოგიის ფაკულტეტი
• ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი
• ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
• სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი
• მედიცინის ფაკულტეტი
• საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტი
• იურიდიული ფაკულტეტი
• პედაგოგიკის ფაკულტეტი
• ბიოტექნოლოგიისა და წამალთა კვლევის ფაკულტეტი
• ფიზიკის ფაკულტეტი
• ინფორმატიკისა და ციფრული ტექნოლოგიების ფაკულტეტი
• მათემატიკის ფაკულტეტი
• ლოგოპედიის ფაკულტეტი
ვებგვერდი: https://uniri.hr/en/home/