პროექტის განმავლობაში ჩატარდება ხუთი პირისპირ შეხვედრა, რომელიც შეესაბამება პროექტის სხვადასხვა აქტივობებს.
2025 წლის 17-19 თებერვალს განხორციელდა Enhance-GSL პროექტის სასწავლო ვიზიტი რიეკას უნივერსიტეტში, ხორვატიაში. სამდღიან ჰიბრიდულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ პროექტის პარტნიორები საქართველოდან, სიერა ლეონედან, ხორვატიიდან და სლოვაკეთიდან გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმების მიზნით. ევროპელმა პარტნიორებმა თემის ჩართულობის აკადემიურ და ინსტიტუციურ ჩარჩოებში ინტეგრირების შესახებ მნიშვნელოვანი ხედვები გაუზიარეს პროექტის მონაწილეებს, ხოლო სამომავლო გეგმები და მიზნები ერთობლივი დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდა.
გალერეა