ENHANCE-GSL პროექტის შუალედურმა და დასკვნითმა კონფერენციებმა სიერა-ლეონესა და საქართველოში გააერთიანა პროექტის პარტნიორები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და თემის დაინტერესებული მხარეები. კონფერენციების მიზანი იყო პროექტის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და უნივერსიტეტებსა და თემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება უმაღლეს განათლებაში თემთან ჩართულობის მდგრადი პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

შუალედური კონფერენცია

2025 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა პროექტის შუალედური კონფერენცია ფრითაუნში, სიერა ლეონეში, რომელსაც მასპინძლობდა სიერა ლეონეს უნივერსიტეტი. კონფერეციას დაესწრო დაახლოებით 250 მონაწილე, მათ შორის უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა პროექტის შედეგების გასაზიარებლად, მიღწეული პროგრესის განსახილველად და პარტნიორებსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.       შუალედური კონფერენციის პროგრ...

სრულად

ფინალური კონფერენცია

2026 წლის 29 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტმა (UG) თბილისში უმასპინძლა ფინალურ კონფერენციას – „ცოდნისა და საზოგადოების დაკავშირება: უნივერსიტეტების ცვალებადი როლი“. კონფერენციას დაესწრო 100-ზე მეტი მონაწილე, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ ფორმატში, მათ შორის იყვნენ უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ორგანოების წარმომადგენლები საქართველოდან, სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან და სიერა-ლეონედან. ღონისძიებამ შექმნა პლატფორმა პროექტის მიღწევების შეჯამებისთვის,...

სრულად
GE EN