
რობოტიკისა და ელექტრონიკის საბაზისო პრინციპები (hands-on სწავლება)
აღწერა
ტრენინგის მიზანია მონაწილეებისთვის რობოტიკისა და ელექტრონიკის საბაზისო პრინციპების
პრაქტიკული გაცნობა. შეხვედრა აერთიანებს მოკლე თეორიულ ნაწილს და hands-on აქტივობებს,
რომლის ფარგლებში მონაწილეები რეალურ მაგალითებზე შეისწავლიან, როგორ მუშაობს მარტივი
ელექტრონული კომპონენტები და როგორ გამოიყენება ისინი რობოტიკის საწყის პროექტებში.
ვისთვისაა განკუთვნილი
ტრენინგი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, STEM მასწავლებლებისთვის და
ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს საბაზისო დონეზე გაეცნოს
ელექტრონიკასა და რობოტიკას წინასწარი გამოცდილების გარეშე.
რას გაეცნობიან ტრენინგის ფარგლებში
მონაწილეები გაეცნობიან:
• ელექტრონიკისა და რობოტიკის ძირითად ცნებებს;
• მარტივი ელექტრონული კომპონენტების ფუნქციებსა და გამოყენებას;
• სენსორების, ძრავებისა და მართვის ელემენტების მუშაობის პრინციპებს;
• მარტივი რობოტული სისტემების აწყობის საწყის ეტაპებს;
• პრაქტიკულ სავარჯიშოებს მცირე პროექტის ფორმატში.
რატომ არის მნიშვნელოვანი
ტრენინგი ხელს უწყობს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას და მონაწილეებში საინჟინრო
მიმართულებებისადმი ინტერესის გაზრდას. იგი ავითარებს პრაქტიკულ, ლოგიკურ და შემოქმედებით
აზროვნებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ციფრულ და ტექნოლოგიურ გარემოში.
შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები:
• მიიღებენ საბაზისო ცოდნას ელექტრონიკასა და რობოტიკაში;
• უკეთ გაიაზრებენ ტექნოლოგიური სისტემების მუშაობის პრინციპებს;
• შეძლებენ მარტივი პრაქტიკული დავალებების შესრულებას;
• განივითარებენ პრობლემის გადაჭრის, დაკვირვებისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
• გაუჩნდებათ მოტივაცია ტექნოლოგიური მიმართულებებით შემდგომი განვითარებისათვის.
ტრენერი: ნიკა ბოქოლიშვილი, შოთა ნოსელიძე
თარიღი: 29 მაისი, 17:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსი, ოთახი 519, მ. კოსატავას ქ. 77ა, თბილისი
ხანგრძლივობა: 2-3 საათი