2026 წლის ივლისში, ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტმა (UG) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის თემთან ჩართულობისა (CE) და თემთან თანამშრომლობითი სწავლების (CEL) შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგებს უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობით გაიღრმავეს ცოდნა და გამოცდილება.
ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი ონლაინ ტრენინგი 1 ივლისს გაიმართა და მას ხუთი მონაწილე დაესწრო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის კი 14–16 ივლისს ჰიბრიდულ ფორმატში სამ დღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 15 მონაწილე იყო ჩართული.
ტრენინგების მიზანი იყო მონაწილეებისთვის უკეთ გაეცნო, თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს ადგილობრივ თემებთან ეფექტიანი თანამშრომლობით საზოგადოებრივი საჭიროებების დაკმაყოფილებაში წვლილის შეტანა. აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება თემების საჭიროებების გათვალისწინება სწავლებაში, სწავლასა და კვლევაში, ხოლო ადმინისტრაციულმა პერსონალმა ყურადღება გაამახვილა იმ ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე, კოორდინაციასა და პროცედურებზე, რომლებიც უნივერსიტეტსა და საზოგადოებას შორის მდგრადი პარტნიორობის განვითარებას უწყობს ხელს.
პრეზენტაციების, დისკუსიების, პრაქტიკული მაგალითების განხილვის, სიმულაციებისა და რეფლექსიური სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეები გაეცნენ თემთან ჩართულობის ეფექტიან პრინციპებს, მის სარგებელს უნივერსიტეტებისა და თემებისთვის, ასევე თემთან ჩართულობაზე დაფუძნებული ინიციატივების დაგეგმვისა და შეფასების პრაქტიკულ მიდგომებს.