
2026 წლის 11–15 მაისს, ENHANCE-GSL-ის პარტნიორებმა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ტრენერთა ტრენინგში (ToT) მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგს მასპინძლობდა მატეი ბელის უნივერსიტეტი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების მომზადება, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ უმაღლეს განათლებაში თემის ჩართულობის (CE) და თემზე დაფუძნებული სწავლების (CEL)მიმართულებით სასწავლო პროგრამების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, ასევე იმ პედაგოგიური და ფასილიტაციის კომპეტენციების განვითარება, რომლებიც ტრენინგის ჩატარებისთვის არის საჭირო.
ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, მაკენის უნივერსიტეტისა და სიერა-ლეონეს უნივერსიტეტისწარმომადგენლები. პროგრამა მოიცავდა სასწავლო სესიებს, მიკროსწავლების აქტივობებს, დისკუსიებს, ასევე ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში ვიზიტებს.
პროგრამამ მონაწილეებს პროფესიული განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებისა და კულტურული გაცვლისშესაძლებლობები მისცა.