
მოხარული ვართ, გაცნობოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო პროექტის “თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე “ (ENHANCE-GSL) ფინალური კონფერენციის შესახებ.
კონფერენცია, რომლის სახელწოდებაა „Connecting Knowledge and Society: The Changing Role of Universities“, დაეთმობა უმაღლეს განათლებაში თემთან ჩართულობასა და საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში უნივერსიტეტების ცვალებად როლს.
ღონისძიება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია პროექტის პარტნიორების: საქართველოს, სიერა-ლეონეს, სლოვაკეთისა და ხორვატიის მიერ მიღებულ შედეგების და გამოცდილების შესახებ, და გაეცნონ თემთან ჩართულობის სახელმძღვანელოს (Manual on Community Engagement), რომელიც უნივერსიტეტებისთვის შექმნილ პრაქტიკულ გზამკვლევს წარმოადგენს.
გარდა ამისა, კონფერენციის მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ახალ პერსპექტივებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და ინოვაციურ იდეებს უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის კავშირის გასაძლიერებლად. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაიფართოონ პროფესიული კავშირები და შექმნან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები საზოგადოებაზე ორიენტირებული სამომავლო ინიციატივებისთვის.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 29 სექტემბერი 2026, 09:00–16:00
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი (UG), მ. კოსტავას ქ. 77ა, IV კორპუსი, ოთახი 519
სამუშაო ენა: ინგლისური
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე. ღონისძიების დეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია აქ.