
საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ ვორქშოფზე
თანამედროვე მიდგომები და ციფრული რესურსების გამოყენება ისტორიის სწავლებაში
სამიზნე აუდიტორია: ისტორიის მასწავლებლები
მოდერატორი: ცირა ჩიკვაიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის უფროსი
ვორქშოფი მიზნად ისახავს ისტორიის სწავლებისას ისტორიის მასწავლებლებისათვის თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენების გაცნობას. ვორქშოფის მონაწილეები განიხილავენ ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიებს, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ მეთოდებსა და იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც მოსწავლეთა მეტ და აქტიულ ჩართულობას შეუწყობს ხელს ისტორიის სწავლებისას.
ყურადღება დაეთმობა ციფრული პლატფორმების (მაგ., ონლაინ არქივები, ვირტუალური მუზეუმები, საგანმანათლებლო აპლიკაციები, მულტიმედიური რესურსები) გამოყენებას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე დამოუკიდებელი კვლევითი აქტივობების ორგანიზებაში. ვორქშოფი იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული და მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, თავად შექმნან სასწავლო აქტივობები და გაუზიარონ გამოცდილება კოლეგებს.
🔗 მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: 👉 https://forms.gle/srmkotW8xJsUNUny5
თარიღი: 15 მაისი, 15:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსი, ოთახი 519, მ. კოსატავას ქ. 77ა, თბილისი