
საჯარო ლექცია „ეკრანის მიღმა: ბავშვები, გაჯეტები და დედების გამოწვევები"
30 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „ეკრანის მიღმა: ბავშვები, გაჯეტები და დედების გამოწვევები“, რომელსაც გაუძღვება ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი ზანდა ჩეჩელაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ბავშვებში გაჯეტების გამოყენებასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები, ეკრანთან გატარებული დროის მართვის ეფექტური მიდგომები, ტექნოლოგიების გამოყენებასა და ფიზიკურ აქტივობას შორის ბალანსის მნიშვნელობა, ასევე, მშობლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკითხები.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა ეკრანზე დამოკიდებულების ნიშნები, კონფლიქტის გარეშე საზღვრების დაწესება და ბავშვებისთვის ჯანსაღი ალტერნატივების შეთავაზება.
საჯარო შეხვედრა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში.
ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო
დასწრება უფასოა!
ონლაინ დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/dpX3tCAvuuY7W4Rx9